“ჩვენ ვაბრუნებთ მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველებს” – უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 40-ზე მეტი სამხედრო დააბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, უკრაინამ შეძლო სახლში 40-ზე მეტი ჩვენი სამხედროს დაბრუნება. საუბარია მარიუპოლის დამცველებზე და ბახმუტის მიმართულების მებრძოლებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
“ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 45 ჯარისკაცის და ორი მშვიდობიანი მოქალაქის ტყვეობიდან სახლში დაბრუნება”, – განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, გათავისუფლებულთა შორის არის ორი ოფიცერი, 41 რიგითი და სერჟანტი, აზოვსტალის სამოქალაქო თანამშრომელი და ტერიტორიული თავდაცვის ხერსონელი მებრძოლი.
“ჩვენ ვაბრუნებთ მარიუპოლისა და აზოვსტალის დამცველებს. არიან დაჭრილი ჯარისკაცები. ასევე სამხედროები დონეცკიდან, მათ შორის ბახმუტის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის მიმართულებებიდან”, – განაცხადა ერმაკმა.
თაგები:
ტყვეები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს