"ჩვენ ვაიძულებთ აშშ-ს კაპიტულაციას" - ირანი "ისტორიაში შურისძიების ყველაზე ძლიერ ოპერაციას" აანონსებს

ავტორი
Front News საქართველო
თეირანმა უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მკვლელობის უპრეცედენტო სამხედრო რეაგირების დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დარტყმისთვის ემზადება, რომელმაც ირანის ლიდერების აზრით, ახლო აღმოსავლეთში ისტორიის მიმდინარეობა უნდა შეცვალოს.
"ეს ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეტევითი ოპერაცია იქნება. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ მტერი არ დამარცხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თეირანმა თავის მთავარ სამიზნეებად დაასახელა: აშშ-ის სამხედრო ბაზები რეგიონში (განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში). ისრაელის სტრატეგიული ობიექტები, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციაზე.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე უარყოფს დიპლომატიური გადაწყვეტის ნებისმიერ მცდელობას. მან ხამენეის მკვლელობას "მძიმე დანაშაული“ უწოდა, რომელიც მხოლოდ ძლიერ რეაგირებას მოითხოვს.
"ჩვენ მათ სინანულს ვაიძულებთ. პასუხი იმდენად ძლიერი იქნება, რომ ვაშინგტონს და თელ-ავივს კაპიტულაციას აიძულებს“, - განაცხადა ფეზეშქიანმა და აღნიშნა, რომ ხამენეის საქმეები გაგრძელდება.
ირანის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფეჰლავიმ ხამენეის სიკვდილის დადასტურების შემდეგ, ამ მოვლენას "ეროვნული დღესასწაულის“ დასაწყისი და ისლამური რესპუბლიკის ფაქტობრივი დასასრული უწოდა.
მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სერიამ ალი ხამენეის ოჯახის სულ მცირე ოთხი წევრი და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყვნენ აიათოლა ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი, ასევე მისი ერთ-ერთი რძალი.
თაგები:
ირანი




