
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლების თაობაზე, სპეკულაციურს უწოდებს.
კობახიძე განმარტავს, რომ ახლა პარტია თვითმმართველობის არჩევნების სამზადისზეა გადართული.
"უკვე გავაკეთე არაერთი კომენტარი ამასთან დაკავაშირებით. ჩვენ ვართ კონცენტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და სპეკულაციებზე ბუნებრივია, პასუხის გაცემა არ გვსურს", – აცხადებს კობახიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ივლისში სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობას დაიკავებს და მას საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ვინაიდან პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ მოსამართლეს ვადა ეწურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი კობახიძე პროფესიით კონსტიტუციონალისტია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს