“ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ” – ნეთანიაჰუ “ჰამასის” წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპის მიზნებს ასახელებს


ავტორი
Front News საქართველო
“ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის ომის მეორე ეტაპი გუშინ ღამით ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“ისრაელის ომის მიზნები ნათელია – “ჰამასის” სამხედრო და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ ერთხმად მიიღეს როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტებმა.
“ჩვენმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა, რომლებიც იბრძვიან მტრის ტერიტორიაზე, იციან, რომ ერი და ქვეყნის ხელმძღვანელობა მათ მხარს უჭერს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჯარისკაცებს, რომლებსაც ის საველე პირობებში შეხვდა, გადაწყვეტილი აქვთ, “ჰამასს” 7 ოქტომბრის ქმედებებისთვის აზღვევინონ.
“მათ გადაწყვეტილი აქვთ აღმოფხვრას ეს ბოროტება სამყაროდან, ჩვენი არსებობის და მე დავამატებ, მთელი კაცობრიობის გულისთვის“, – აღნიშნა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი “ყველაფერს აკეთებს”, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერებს თავისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ… ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული მისია. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თაგები:
ბენიამინ ნეთანიაჰუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს