
ავტორი
Front News საქართველო
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ოფიციალურად მიმართა.
სამადაშვილის თქმით, ნიკა მელიასთვის მისი პოზიცია გასაგებია.
"მქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი და შევთანხმდით. მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თაობაზე, რომ პარტიას ვტოვებ. უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს. მიმაჩნია, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან, მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დამაზიანებელი, ყოველ შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი შეცდომაა, რომ დღემდე ამ დოკუმენტს არ აქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“ ოფიციალური ხელმოწერა“, – განუცხადა სამადაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს