
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლებას მოლაპარაკებები რომ არ სურდა, ეს შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამაც დაადასტურა, სადაც აღნიშნა, რომ ამ პროცესისთვის დროის დაკარგვა არ სურდათ.
"ჩვენ, შეხვედრის დასრულებისთანავე, გამოვაცხადეთ მზაობა ბატონი დანიელსონის დოკუმენტის მხარდასაჭერად. ვთქვით, რომ ვეთანხმებით იმ სამ პუნქტს, რომელიც იყო იქ წარმოდგენილი, ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ იქვე თქვა, რომ ეს დოკუმენტი არ არის მისაღები. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს ბატონი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ეს არის უსაგნო და უშინაარსო პროცესი, დროის კარგვა. ვფიქრობ, რომ ხალხმა ცხადად დაინახა, ვის უნდოდა ამ პროცესში შეთანხმება და ვინ იყო ამ შეთანხმების წინააღმდეგი პირველივე დღიდან", – განაცხადა ბუაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს