Logo

“ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან, პროცესი ჯერ დასრულებული არაა”

საზოგადოება
1461
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კირსიტიან დანიელსონთან ვიზიტის შემდეგ, "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა მოხაზული თავის ყოვლისმომცველ და ძალიან კარგ დოკუმენტში. 

"ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ კრიზისიდან. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა. იმედია და ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს ახლა, მალე და ჩვენ, ყველამ შევძლოთ გითხრათ, როგორ გამოვდივართ ამ კრიზისიდან იმ პუნქტების მიხედვით, რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა", – განაცხადა ბოკერიამ.

კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება.

თაგები:

Advertisement