
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები – მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი).
ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.
გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ასოციაცია – სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს:
დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები; სრულად მოიხსნას კომენდატის საათი; დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია"-აღნიშნულია განცხადებაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 მაისიდან, კომენდატის საათი 23:00 -05:00-მდე იმოქმედებს. ამასთან, კვების ობიექტები სტუმრების მიღებას შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ. ქვეყანაში შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან განიხილება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს