
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.
ქართველიშვილის განცხადებით, ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მიზანმიმართული პროცესია. შემდეგ კი, ამ ყველაფრის აქტიურად განხილვა და ნორმალიზება ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად.
„როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს.
ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ იმ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომლების გარშემოც ქართველია ერია გაერთიანებული“, - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.
თაგები:
გიორგი ქართველიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს