“ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში სამხედროები ტყიბულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა თაობაში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით განახლებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს.
“სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუმრობენ და მაღალი კლასის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.
“ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში ტყიბულის №1 საჯარო სკოლას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი ესტუმრა. მშობლიურ სკოლაში მან მოსწავლეებთან ქვეყნისთვის ჯარის მნიშვნელობისა და ჯარისკაცის მუნდირის ღირსების შესახებ ისაუბრა.
III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის სერჟანტმა მამუკა კაპანაძემ და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის კაპრალმა გაგა ხუბუკელაშვილმა კი, ახალგაზრდებს „ჩვენი ჯარის“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და თემატური ვიდეორგოლები უჩვენეს.
უფროსკლასელებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზებზე სტუმრობისა და სამხედროებთან შეხვედრის, ბევრმა მათგანმა კი – ქართულ ჯარში მსახურის სურვილიც გამოთქვა.
პროექტს „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ტყიბული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს