“ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და აქციებით, ჩვენ არ შევუერთდებით”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით და მისი პარტია ამას არ შეუერთდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანმა აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა საარჩევნო რეფორმა მივიდეს ბოლომდე.
"ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით.
NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ესაა ერთ ერთი სწორი გამოსავალი. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ამოცანა, რისთვისაც ვართ პარლამენტში და ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის", – აცხადებს იოსელიანი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს