
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა არა ერთი, რუსი პროპაგანდისტის ვიზიტშია, არამედ ბევრ პოზნერებშია.
"ჩვენი პრობლემა და ჩვენი უბედურება, ერთი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტში არ არის მხოლოდ, ბევრ პოზნერებშია, ზოგადად. ბევრს მიაჩნია რუსეთში და არა მარტო რუსეთში სამწუხაროდ, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. საქართველოს ხელისუფლების არაქმედითი ნაბიჯების ბრალი არ არის, ასე ვერ ვიტყოდი, უბრალოდ ცოტა დიდი თემაა და ბევრი საუბარი დასჭირდება"-განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა საპროტესტო აქციების გამო, საქართველო დღეს დილით დატოვეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს