
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა, ველოდებით განახლებული პროცესის საბაზისო დოკუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყების წინ აგანაცხადა.
„ცნობილია ჩვენი პოზიცია. იმ საბოლოო დოკუმენტიდან, რომელიც იყო მაგიდაზე უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, ჩვენთვის არ არის ორი პუნქტი იქიდან მისაღები, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ველოდებით ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტს. ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემის შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში ასახვა. ვფიქრობ, ალბათ კორექტირებები უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკების საფუძველი, სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება, ითქვას შეთანხმებულია. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადების განხილვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს