“ჩვენთვის საქართველო პოლიტიკურად უკან იხევს, ეს ღია შეფასებაა და ამაზე ბრიუსელში ყველა საუბრობს”

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველო პოლიტიკურად უკან იხევს და ამაზე ბრიუსელში ყველა საუბრობს.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საქართველო ჩვენს პარტნიორად მიგვაჩნია, სულერთი არ არის, რა ხდება ქვეყანაში. საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა მოგვარდეს. ეს, რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ უნდობლობის გაღრმავებას. გაიზრდება არათანამშრომლური ატმოსფეროც. ჩვენთვის საქართველო პოლიტიკურად უკან იხევს, ეს ღია შეფასებაა და ამაზე ბრიუსელში ყველა საუბრობს. შეშფოთებული ვართ, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს უკან დახევა, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს პოლიტიკური კონსოლიდაციის, რეფორმებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზას", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თაგები:





