Logo

“ჩვენთვის ცნობილი არ არის მოწმეების დაკითხვას აპირებენ პროცესზე, თუ ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ”

საზოგადოება
1161
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარიის ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს არც დღევანდელ პროცესზე აქვს ინფორმაცია, თუ რა სახის მტკიცებულების გამოკვლევას აპირებს ბრალდების მხარე, რაც შეთანხმების დარღვევაა. 

"მიუხედავად ჩვენი პროაქტიური მცდელობისა, დღესაც, ბრალდების მხარის მიერ არ გვეცნობა კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებენ დღევანდელ პროცესზე. ეს არის შეთანხმების დარღვევა. მოსამართლის მიერ როგორც წინა, ისე იმის წინა პროცესზე იქნა მითითება, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უნდა გვქონდეს კომუნიკაცია და უნდა მოხდეს შეჯერება, წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომლის გამოკვლევასაც მხარეები აპირებენ. ამ წუთამდე ჩვენთვის ცნობილი არ არის მოწმეების დაკითხვას აპირებენ პროცესზე, თუ ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენებს"-აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი იწყება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები