“ჩვენზე უმტკიცებდენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თვითონ უხსნიან რატომ არ არიან მოღალატეები”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარდამჭერებთან თავის მართლება მოუწევს.
"ის უსამართლობის ნიაღვარი, რაც მომართეს ჩვენს წინააღმდეგ, ვინც მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს თავის დროზე, სწორედ ეს იქცა მთავარ დაბრკოლებად დღეს "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომ ის ხალხი, რომელიც მოქოქეს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა მოქოქილები არიან იმ ლიდერების წინააღმდეგ, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა. ეს პროცესი რთულია "ნაციონალური მოძრაობისთვის", მძიმე პროცესია. 2 კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებდენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თვითონ უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და უხსნიან რატომ არ არიან მოღალატეები, თუ იგივეს გააკეთებენ. ნამდვილად მოღალატე არავინ არის და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შემოვიდეს"-აცხადებს მანჯგალაძე.
თაგები:





