
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლება თავად აშავებს და ოპოზიციას აბრალებს – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისთვის დანიელსონის მიერ შეთავაზებული ყველა პუნქტი პრაქტიკულად მიუღებელი აღმოჩნდა.
"ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური პიარი, როდესაც ისინი ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. თავად აშავებენ და სხვებს აბარალებენ. ამბობენ, რომ მოლაპარაკებები დაბლოკა ოპოზიციამ, ამ დროს რეალობაა არის ის, რომ პირველი თემა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს შეეხებოდა, მათთვის მიუღებელი იყო. დოკუმენტში მაგიტომ არ აისახა, რომ "ქართული ოცნება" იყო წინააღმდეგი. მეორე, პოლიტიკური პატიმრების გამოშვების საკითხი, მათთვის ასევე მიუღებელი იყო. აქაც არაფერ დათმობაზე არ მოდიოდნენ. დანარჩენ საკითხებზეც, უარი თქვეს საზოგადოებამ რომ იცოდეს და აბა მათთვის მისაღები რა იყო, ის, რომ რომელიღაც კომიტეტს უთმობდნენ ოპოზიციას? ამიტომაა ეს მოლაპარაკებები, რომ რომელიღაცა კომიტეტი ჩაიბაროს ოპოზიციამ? ანუ, საბალოო ჯამში, მათ განცხადებებში კარგად ჩანს, თუ კარგად დავუკვირდებით, რომ ყველაფერი მათთვის მიუღებელია, უბრალოდ ეძებენ გამოსავალს, სხვას რომ გადააბრალონ", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს