CNN - პენტაგონმა უკრაინისთვის "ტომაჰავკების" გადაცემას "მწვანე შუქი" აუნთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპმა უნდა მიიღოს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა დაამტკიცა, თუმცა, მიწოდება იქამდე არ დაიწყება, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, - ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, გაერთიანებული შტაბების უფროსებმა თეთრ სახლს აცნობეს, რომ უკრაინისთვის "ტომაჰავკის“ მიწოდება უარყოფითად არ იმოქმედებდა აშშ-ის მარაგებზე. ეს მოხდა ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 17 ოქტომბერს.
პენტაგონის ეს შეფასება აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს ამხნევებდა. ისინი თვლიდნენ, რომ ვაშინგტონს ახლა ნაკლები მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა უკრაინისთვის 'ტომაჰავკის“ მიწოდებაზე. მათი პოზიტიური პერსპექტივა გაამყარა ტრამპის განცხადებამ, რომ აშშ-ს "ბევრი "ტომაჰავკი“ აქვს“.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ტრამპმა მოულოდნელად შეცვალა თავისი პოზიცია და ზელენსკის უთხრა, რომ აშშ-საც სჭირდება ასეთი რაკეტები.
ამავდროულად, CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპმა არ გამორიცხა "ტომაჰავკის“ უკრაინისთვის გადაცემა და რომ მისმა ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა სწრაფი მიწოდების გეგმა, თუ აშშ-ის ლიდერი ამას ბრძანებს.
მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ შეძლებს უკრაინა ამ რაკეტების გაშვებას, რამდენადაც მათ გაშვება ძირითადად ხომალდებიდან ან წყალქვეშა ხომალდებიდან ხდება, უკრაინის შემთხვევაში, გაშვება, სავარაუდოდ, ხმელეთიდან უნდა განხორციელდეს.
CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ გაიხსენა, რომ უკრაინელმა ინჟინრებმა იპოვეს ბრიტანული Storm Shadow რაკეტების საბჭოთა გამანადგურებლებისთვის ადაპტირების გზა. ამიტომ, უკრაინა, სავარაუდოდ, „ტომაჰავკის“ ტექნოლოგიურ გადაწყვეტასაც იპოვის.
თაგები:
ტომაჰავკები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


