CNN – თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა


ავტორი
Front News საქართველო
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის გამო. შეერთებულ შტატებს სჭირდება ისეთი პარტნიორები, როგორიც არის თეთრი სახლის ხელმძღვანელი, რათა ორიენტირებული იყვნენ მშვიდობაზე, – ამის შესახებ CNN წერს.
როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა.
“პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგული. ჩვენ ვაჩერებთ და განვიხილავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს შეუწყობს გადაწყვეტას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს