Covid-19-ის 3 123 ახალი შემთხვევიდან 1 430 თბილისში გამოვლინდა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა – 243, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 211, გურია – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 214, კახეთი – 160, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 325, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 253.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში – 589, აჭარაში – 119, იმერეთში – 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 36, იმერეთში – 33.
1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 – თბილისში, 256 – აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




