იან ლიპავსკი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას


ავტორი
Front News საქართველო
მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჩეხეთი დაკავებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
"მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, რომლის ჯანმრთელობა პატიმრობაში გაუარესდა. მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას აცხადებს და უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“, - წერს იან ლიპავსკი.
"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.
თაგები:
იან ლიპავსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს