Logo

D ჯგუფიდან ფლეი-ოფში არგენტინა და პოლონეთი ითამაშებენ

454
Frontnews image description

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი სათამაშო დღე, უკანასკნელ შეხვედრებში ერთმანეთს D ჯგუფის ბინადარო გუნდები დაუპირისპირდნენ. არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა, მექსიკამ კი საუდის არაბეთთან 2:1 იმარჯვა, თუმცა ეს ფლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

არგენტინის ნაკრები პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან, ხოლო თანაბარი ქულების მიუხედავად პოლონეთმა მექსიკას გატანილი-გაშვებული ბურთების სხვაობით აჯობა და შესაბამისად მუნდიალის 1/8 ფინალში ევროპელები ითამაშებენ.

 

ფლეი-ოფში არგენტინის მეტოქე ავსტრალია იქნება, პოლონეთის კი საფრანგეთი.

 

1 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატიკვარს ტრადიციულად ოთხი შეხვედრა ელოდება წინ:

 

F ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება:

 

კანადა – მაროკო

 

ხორვატია – ბელგია

 

E ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება:

 

იაპონია – ესპანეთი

 

კოსტა-რიკა – გერმანია

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები