დააკავეს პირი, რომელმაც გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ავტორი
Front News საქართველო
დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა გუშინ კლინიკა “ვივამედთან“ მაშინ მოხდა, როდესაც მესამე პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





