“დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, კიდევ არავინ გამწარდეს”


ავტორი
Front News საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და მოკლული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არჩილ ტატუნაშვილის მამის გივი ტატუნაშვილის თქმით, ოჯახი მისი მკვლელობისა და წამებისთვის მსჯავრდებული 2 ოკუპანტის დაკავებას ითხოვს.
"ჩემი შვილის მკვლელები არ დასჯილან. წამებასა და მკვლელობაში ვინც არიან დამნაშავეები, იმათ კი მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ დღემდე დაუსჯელები არიან. ეს 2 ადამიანი იძებნება წითელი ცირკულარით. რუსეთი ინტერპოლის წევრი ქვეყანაა, მაგრამ… საერთაშორისო საზოგადოებამ, ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რომ დააკავონ ის 2 ადამიანი, რომ აღარ მოხდეს სხვა ადამიანების გატაცება და დაკავება, ბოლო იყოს ჩემი შვილი, არ მოხდეს მკვლელობა, ციხეში ჩასმა. კიდევ არავინ გამწარდეს", – განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.
ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს