
ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, ალტერნატიულ პროექტზე იმუშაოს.
"მაჟორიტარულ ოლქებში 50+1 სისტემა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის, რომ კვალიფიციური პარტიების სტატუსი მიღებულ იქნეს, თუკი ბარიერს გადალახავენ თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტიები და მთელი რიგი საკითხებია, დაახლოებით 12 პუნქტია, რაც მნიშვნელოვანია ამ პარტიებისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებების მიღებას.
ჩვენ, ამ ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის პრაქტიკა, ამიტომ მათ საკითხებს მხარს ვუჭერთ, მით უმეტეს, ეს საკითხები ჩვენს წინადადებებშიც არის გათვალიწინებული", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. სასტუმრო "იოტაში" იმყოფებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ლიდერები და პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს