Logo

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

პოლიტიკა
426
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.

ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას. ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია "ალფას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა. თავდაპირველად ხელმძღვანელის მოვალეობას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, შემდეგ კი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები