
ავტორი
Front News საქართველო
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს და უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ რეგულარული დონორები დააჯილდოვა, მათ შორის - ცენტრის 8 თანამშრომელი.
ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისთვისაც სისხლი და მისი კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაზე თემატური პრეზენტაცია „სისხლის დონაციის მნიშვნელობა და უსაფრთხო სისხლის როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ წარადგინა.
"თითოეული ადამიანი, რომელიც რეგულარულად აბარებს სისხლს, არა მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებს ეხმარება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში“ - განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ დონორს გაღებული წვლილისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის.
თაგები:
სისხლის დონაციის აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს