დაბა ახალდაბაში 6-13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში რაგბის ფესტივალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო














ბორჯომის სასპორტო სკოლისა და ბორჯომის რაგბის კლუბის ორგანიზებით, დაბა ახალდაბაში 6-13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში რაგბის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 350-მდე მორაგბე მონაწილეობდა, მათ შორის 30 გოგო. ფესტივალის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები გადაეცა.
რაგბის ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატი მამუკა ხითარიშვილი და სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე ესწრებოდნენ.
მსგავსი სახის მასშტაბურ ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა პირველად უმასპინძლა. ფესტივალის მხარდამჭერია ბორჯომის მუნიციპალიტეტი და IDS ბორჯომი-საქართველო.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს