
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება.
პროექტის მიხედვით, პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი სივრცის, მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა.
პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.
კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის 1 მაისს უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დაასრულოს.
თაგები:
წაღვერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს