დაბა წაღვერში კლიმატური პირობების გამო შეჩერებული პარკის რეაბილიტაცია განახლდა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში კლიმატური პირობების გამო შეჩერებული პარკის რეაბილიტაცია განახლდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 500 კვ.მ ფართობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.
წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს