დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულებული პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ოთარ არბოლიშვილთან ერთად დაათვალიერა.
10 500 კვ.მ ფართობზე პარკი სრულად განახლდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, მოწესრიგდა გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურა. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
თაგები:
დაბა წაღვერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს