“დადგა ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუაში ვებრძოლო ამ ხელისუფლებას სრულ გამარჯვებამდე”


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიამ პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
წულაიას თქმით, ახლა, როგორც საზოგადოების წევრი ისე იბრძოლებს, სამომავლოდ კი შესაძლოა, პარტიის შექმნაზე იფიქროს, ან უკვე არსებულ რომელიმე პარტიაში შევიდეს.
"სიამაყით ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით თავიდანვე ოპოზიციაში. ჩვენ მრავალი წელია, ერთად ვიბრძვით, მაგრამ დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუაში ვებრძოლო ამ ხელისუფლებას სრულ გამარჯვებამდე და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიფიქრო რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე. ამ წუთას, მირჩევნია, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა, გოგი წულაიამ, ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად (ნამახვანჰესის საკითხი იქნება ეს, საწვავის ფასის მატება თუ სხვა). მეტი თავისუფლება მირჩევნია ამ ბრძოლაში, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩვენს პარტიაში თავისუფლება რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მოგეხსენებათ ფინანსური მხარეც იყო, ამასთან, ვიტყვი გულახდილად: ვთვლი, რომ მაქვს ამბიცია, ცალკე უფრო მივაღწევ და მოვახდენ თავის რეალიზებას. ჩვენ მრავალი წელი ვიბრძვით ერთად, მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით, მაგრამ ამ მომენტში ვთვლი, რომ თვითრეალიზებისთვის, გამარჯვებაში წვლილის შეტანისთვის, თავისუფლად უფრო მეტს გავაკეთებ. ცხოვრება წინ გვაქვს, შეიძლება თავად შევქმნა პარტია, ან არ შევქმნა და ისე შევიდე რომელიმე პარტიაში, ვნახოთ რა იქნება", – განაცხადა გოგი წულაიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს