Logo

“დადგნენ და ლოცვები აღავლინონ, იმიტომ რომ თუ საქართველოში შემოვიდა ინდური შტამი, აღარაფერი გვეშველება”

საზოგადოება
982
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე საქართველოში ინდური შტამის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს და გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს.

"ერთადერთი შანსი, რომ ჩვენმა მთავრობამ არ იმკითხაოს ისე, როგორც მთელი წლის განმავლობაში მკითხაობს, არის მართლა დადგნენ და ლოცვები აღავლინონ, იმიტომ რომ თუკი საქართველოში შემოვიდა ინდური შტამი, მართლა აღარაფერი გვეშველება. 

თუკი გავრცელდება სეზონური გრიპი და სეზონური გრიპით დაავადებულ ადამიანს დაგვემართება კოვიდი, შანსი არის, რომ კიდევ ახალი შტამი გაჩნდეს. დღეს შეიძლება ინდური შტამია, ხვალ შეიძლება თბილისური შტამი იყოს. თუ ჩვენ მივხვდებით, რომ ამდენ ადამიანს ქვეყანაში გადატანილი აქვს ვირუსი, საშიშროება, რომ მოხდეს კიდევ ერთი პანდემია, ან ახალი გავრცელება, ნაკლები იქნება

გამოსავალია: პირველი – ჩატარდეს კვლევა, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ვირუსი, მეორე- სასწრაფოდ ვიყიდოთ ისევ ფაიზერი", – აცხადებს ჩალაძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები