დაღესტანში, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 60 პირი


ავტორი
Front News საქართველო
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დაშავებულია 9 პოლიციელი, მათგან ორი საავადმყოფოშია.
რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც მედია წერს, აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 დაკავებულია.
“დაღესტნის რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლების მიერ, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, აღიკვეთა დარღვევები. ამჟამად, აეროპორტი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშაა. არეულობის 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მაჰაჩყალის აეროპორტში გუშინ საღამოს დაღესტნელების ბრბო შეიჭრა, ისინი “ეძებდნენ ებრაელებს“, რომლებიც სავარაუდოდ, ისრაელიდან უნდა ჩამოსულიყვნენ.
თაგები:
დაღესტანი