Logo

დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება

მსოფლიო
1176
Frontnews image description

პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ მახაჩკალასა და ხასავიურტში ასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

 

მახაჩკალაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი – RusNews-ის მთავარი რედაქტორი და “ახალი საქმის” კორესპოდენტი.

 

ხასავიურტში შეკრებილი ასობით ადამიანი აცხადებს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბია.

 

დაღსტანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

თაგები:

აქცია
Advertisement