დაღუპულები, დაშავებულები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - კიევი რუსების მორიგი თავდასხმის შემდეგ


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა კიევს 10 ივლისის ღამეს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს. შედეგად, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები, გაჩნდა ხანძარი და ქალაქი კვამლში იყო გახვეული.
როგორც ცნობილია, უკრაინის დედაქალაქის 8 რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
მტრის კომბინირებული თავდასხმის შედეგად საერთო ჯამში, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, საერთო საცხოვრებლები, ავტოგასამართი სადგურები, ავტოფარეხები, მანქანები, სავაჭრო ცენტრის შენობა, გზის საფარი და ტრამვაის ლიანდაგები.
უკვე ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა - დედაქალაქის 68 წლის მკვიდრი და 22 წლის პოლიციის კაპრალი, მეტროპოლიტენის პოლიციის თანამშრომელი.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 16 ადამიანი.
დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი ხანძრების გამო, კიევი კვამლში იყო გახვეული, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვენ, საჭიროების შემთხვევაში გარეთ არ გავიდნენ და ფანჯრები დახურონ.
ამჟამად, ქალაქში ნანგრევების გასაწმენდად და დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად დაახლოებით 400 მაშველი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 90 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
4 ივლისს, კიევის მასიური დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, სამი კი დაიღუპა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს