დაღუპული ადამიანები და დაზიანებული შენობები - მორიგი რუსული თავდასხმის შედეგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
12 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინას "შაჰედის" ტიპის თავდასხმის დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დასავლეთ უკრაინა.
რივნეს ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა იმუშავეს და მტრის რამდენიმე სამიზნე გაანეიტრალეს. წინასწარი მონაცემებით, ადამიანები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
12 ივლისის ღამეს, რუსეთის ჯარებმა ჩერნივცსა და მისი შემოგარენის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ცეცხლის ქვეშ მოექცა ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი შენობები, ორი არაფუნქციონირებადი ნაგებობა, ასევე ავტომობილები. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი მძიმედ დაშავდა, ათმა კი - მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ღამით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა ლვოვზე, რომელშიც გამოყენებული იყო როგორც „შაჰედები“, ასევე რაკეტები. ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ დაზიანდა შენობები. ამ დროისთვის ყველა ხანძარი ჩამქრალია. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ვოლინის ოლქში საჰაერო თავდასხმის განგაში ადგილობრივი დროით 2:21 საათზე გამოცხადდა. ლუცკიც მასშტაბური დარტყმის ქვეშ მოექცა - მტერმა ლუცკს ორი რაკეტით და 35 დრონით შეუტია. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა და აფეთქებები ისმოდა. დაზიანებულია შენობები. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.
კიროვოგრადის ოლქში ერთ-ერთ თემში თითქმის 10 კერძო სახლი დაზიანდა. დანგრეულია სახურავები, ჩამსხვრეულია ფანჯრები, კარები, ღობეები.
რაკეტები დაფიქსირდა ჩერნივცის ოლქშიც, თუმცა ზარალის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კროპივნიცკსა და ჩერკასში.
"საღამოდან დილამდე ჩვენმა ცის დამცველებმა მტრის მრავალი თავდასხმა მოიგერიეს. ჩერკასის ოლქში მათ რუსული რაკეტა გაანადგურეს და 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. არავინ დაშავებულა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა
ჩერკასის ოლქში აფეთქების ტალღამ 8 კერძო სახლი დააზიანა. დაახლოებით 50 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დარტყმების ქვეშ მხოლოდ უკრაინის დასავლეთ ქალაქები არ ყოფილა. მტერმა ხარკოვზე საჰაერო ბომბებით და "შაჰედებით“ შეუტია - სულ მცირე 10 დარტყმა განხორციელდა. სამი ადამიანი დაშავდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს