
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა.
„საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ „სუ-25“-ს, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ავიაციის მიზანი არა მხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, სამედიცინო ევაკუირების ოპერაციების ჩატარება, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში, კანონმდებლებს მიმდინარე წლის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, წელს გარემონტდება ოთხი ერთეული „სუ-25“, ოთხი ერთეული „მი-24“ და სამი ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს