Logo

“დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება”

საზოგადოება
887
Frontnews image description

"დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით“-ამის  შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს  ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.  ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია. 

"ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 1 მლრდ 420 მლნ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, ხოლო  რეგისტრირებულია  1 მლნ 145 808  მონაწილე“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები  და სამომავლო გეგმები გააცნო.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები