“დაგვცინიან, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ყაველაშვილი”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან ერთი ადამიანის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქე ეკა გუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებს და მისი კანდიდატურიდან მოხსნას ითხოვს.
“არ შეიძლება, დაგვცინიან, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ყაველაშვილი. ვერ მოიძებნა საქართველოში სხვა კანდიდატი?! ძალიან კარგი დედა ვარ, კარგი თანამშრომელი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა… რატომ არ მირჩევენ პრეზიდენტად?! ამირჩიონ. სხვათა შორის, ყოფილი მოფარიკავეც ვარ და გაითვალისწინონ“, – განაცხადა ეკა გუნაშვილმა.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
თაგები:
პროტესტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს