“დაიცავი შენი წილი მიწა!” – 14 მარტს ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
"მოდი და დაიცავი შენი წილი მიწა!"- 14 მარტს ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართება. რიონის ხეობის მცველები ცენტრალურ მოედანზე კვლავ შეიკრიბებიან. მათ მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან. მრავალათასიანი აქცია 13:00 საათზე დაიწყება.
"რა მოთხოვნებიც გვქონდა დაყენებული 28 თებერვლის აქციაზე, იგივე გვექნება ახლაც. ველოდებით მთელი საქართველოდან ხალხს. გარკვეული ნაწილი ვაპირებთ ღამე გავათიოთ იქ, მანქანებში", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე 140-ე დღეა, პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში ღამეებს ათევენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ბათილად სცნოს ხელშეკრულება, რომელიც თურქულ კომპანიაზე ხეობის ასობით ჰექტარი მიწის 99 წლით გადაცემას გულისხმობს და დატოვოს კომპანია "ენკამ" ტერიტორია.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


