“დაჯარიმდა 32 პირი, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა”

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 32-მა პირმა საქართველო ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თაგები:





