დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ დედასთან გამომშვიდობება შეძლო

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების მონაწილე დაკავებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გარდაცვლილ დედასთან გამომშვიდობება შეძლო.
აღნიშნულ ინფორმაციას ახობაძის ოჯახის წევრი ავრცელებს.
“დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა”, – წერს მანანა ახობაძე.
გიორგი ახობაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს.
თაგები:
გიორგი ახობაძე




