“დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ, სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით – “გავიფიცე”


ავტორი
Front News საქართველო
მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით – “გავიფიცე”, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითდასაქმებულები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ გაფიცვის ბოლოს რუსთაველზე გააგრძელებენ პროტესტს.
“მეგობრებო, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართება. მოგიწოდებთ გაფიცულებს, დაკეტეთ კარი და დადექით თქვენი სამუშაო ადგილის წინ. სასურველია, თან იქონიოთ დროშები, ან ტრანსპარანტები წარწერებით – “გავიფიცე” , “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”. ჩართეთ “ლაივები”, გადაიღეთ ფოტოები და განათავსეთ სოციალურ მედიაში Hasthag-ით – იფიცება საქართველო.
თვითდასაქმებულები, ისინი, ვინც ოფისიდან არ ვმუშაობთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. გაფიცვის დასრულების შემდეგ ვიკრიბებით რუსთაველზე და ვუერთდებით ყოველდღიურ პროტესტს პარლამენტის შენობასთან. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, დაინიშნოს ახალი არჩევნები!”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
დღეს, 15:00 საათიდან საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა “იფიცება საქართველო” იწყება. გაფიცვაში მონაწილეობას 296 კომპანია იღებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს