Logo

“დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე, არავინ გამიბედოს დაინდეო”

საზოგადოება
295
Frontnews image description

"თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი გოგი წულაია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება. ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა.

ამ საქმეში დაზარალებულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წულაია დანაშაულში ამხილა და პოლიციაც თავად გამოიძახა. ის პირველ კომენტარს "რუსთავი 2"-თან აკეთებს. 

"წლების მეგობრები ვართ. სხვა თუ არაფერი, მამისტოლი კაცია. არც მიფიქრია რაიმე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი. სადაც მოახერხა მოწვდომა. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სხვა სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს დაინდეო, არ ვაპატიებ ასეთ მოძალადე მამაკაცს", – ამბობს "რუსთავი 2"-თან  სატელეფონო საუბარში დაზარალებული ქალი. 

პოლიტიკოსი გოგი წულაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თაგები:

Advertisement