“დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!", – წერს კახა კალაძე.✌?
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს