“დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე, საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ აქციებზე”

ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ, ორი თვის შემდეგ აქციის გამართვას. დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს, ორი თვით ადრე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა.
მისი თქმით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება მიუთითებს იმაზე, რომ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც არ დადიან.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს" – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


