დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და მას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
კულმინაციურ სწავლებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატოს რუპშისი დაესწრნენ.
თაგები:
სწავლება

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა