
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი დმანისში არსებულ კონფლიქტს ყოფით ნიადგაზე მომხდარს უკავშირებს და აცხადებს, რომ არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე, ამ შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.
"მთელი ღამის განმავლობაში და დღესაც მიდის დაკითხვა ადამიანების. ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. სამართალდამცავების რეაგირება იქ, რასაც ჩვენ ვუყურებდით, მოხდა მართლაც რაღაც ერთი წუთის განმავლობაში. შეიძლება მართლაც ერთი წუთის განმავლობაში ვერ მოსულიყო პოლიცია, მაგრამ ძალიან მალე მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება. თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეებიც იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენ.
ეს იყო აბსოლუტურად კონფლიქტი ჩვეულებრივ ყოფით ნიადაგზე, რაღაც მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნასთან დაკავშირებით და არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ლაპარაკი"-განაცხადა სოზარ სუბარმა.
დმანისში ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს