
ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის მთავრობის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა პოლონეთის მთავრობის სახელით.
პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.
გარწმუნებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და კულტურული გაცვლა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების პოტენციალის გამოყენებისთვის და ორმხრივი სარგებლობისთვის.
გისურვებთ წარმატებებს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში“,- ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის მილოცვაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს